27 აპრილს დინამო თბილისი ეროვნული პირველობის 28- ე ტურის შეხვედრას ლანჩხუთში გურიას წინააღმდეგ გამართავს.
დინამოს თავისი ისტორიის მანძილზე 27 აპრილს 9 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 6 მოგება, 2 ფრე და ერთი წაგება. ბურთების ბალანსი 12/4 დინამოს სასარგებლოდ.
2002 წელს თბილისელებმა მიქაძის გოლით 1:0 აჯობეს ქუთაისის ტორპედოს. 2007 წელს დინამომ თბილისის მერანი დაამარცხა 3:0. გოლები კობახიძემ, იაშვილმა და ფეიქრიშვილმა გაიტანეს. 2011 წელს ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გოლის ავტორი ფანცხავა გახდა. 2013 წელს ალვაროს გოლით დინამომ 1:0 აჯობა გორის დილას.
1965 წელს დინამომ ქუთაისის ტორპედოს 2:0 მოუგო. გოლები მაისურაძემ და ხუციშვილმა გაიტანეს. ორი წლის შემდეგ მეტრეველის გოლით ლენინგრადის ზენიტი დავამარცხეთ 1:0 1969 წელს ისევ ზენიტი. მატჩი 0:0 დასრულდა. 1979 წელს დინამომ 3:0 დაამარცხა ვოროშილოვგრადის ზარია. ჩელებაძის დუბლს ერთი გოლი მინაშვილმა მიამატა. 1986 წელს ზენიტმა 3:0 აჯობა დინამოს.