დღეს დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის 28– ე ტურის შეხვედრები გაიმართა. დინამოს სარეზერვო გუნდმა საჩხერის ჩიხურას დუბლებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა მეტოქე.
მთელი შეხვედრის მანძილზე კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას (ოთხჯერ ჩიხურას კარი ძელმა იხსნა). გოლი კი მხოლოდ ერთხელ გავიდა. 73– ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ დააფიქსირა შეხვედრის საფინალო ანგარიში. დინამოელებმა 64 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან.
დინამო (დუბლები) 1:0 ჩიხურა (დუბლები)
გოლი: 1:0 კაკაბაძე 73’
დინამო დუბლები: შოვნაძე, კაკაბაძე, თევზაძე, ნემსაძე, შერგელაშვილი, კიტოვანი (ქიქავა 61), კვერნაძე (კვარაცხელია 74), მახარობლიძე, ჯანელიძე, დიასამიძე (ლაშხია 19, კაპანაძე 89), ა. მესხი (ვეკუა 46)