• Geo
  • Eng
08.04.2024
დინამო ბათუმი 2-0 დინამო თბილისი

დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში ბათუმს ესტუმრა და ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდა.

 

მატჩი ტრადიციულად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა სათამაშო უპირატესობის მოპოვებას და ანგარიშის გახსნას. დედაქალაქელები უფრო მწვავედ უტევდნენ, თუცა რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მასპინძლებმა პირველივე მწვავე შეტევა გოლით დაასრულეს. ონორე გომისის ძლიერად დარტყმული გიორგი ლორიამ უკუაგდო, დამატებაზე კი იმავე გომისმა ივარგა და გაიტანა. ტაიმის ბოლოსკენ ახალგაზრდა ვახო სალიამ ტრავმა მიიღო და მოედანიც იძულებით დატოვა. დომინიკ საიმონის დარტყმული როინ კვასხვაძემ მოიგერია, მანამდე კი თბილისელტა კარი იხსნა ხარიხამ. მეორე ტაიმის დაწყებიდანვე თბილისელები აქტიურ შეტევაში გადავიდნენ და ისევ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. ბურთი ხარიხამ მოიგერია, ნიკა უგრეხელიძის დარტყმული კარიდან მცველმა გამოიტანა, ოსკარ სანტისმა ერთი ერთზე შესვლა ვერ გამოიყენა და ბურთი მეკარეს გაარტყა. სამაგიეროდ ბათუმელთა კონტრშეტევა, ლევან კუტალია პირისპირ გადის და ანგარიში 2-0 გახდა. მატჩის 70-ე წუთზე მოედანზე ვასილიოს გორდეზიანის ნაცვლად ჩვენი გუნდის ახალწვეული თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა. დედაქალაქელთა შეტევამ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო, ბურთი კიდევ ერთხელ მოხვდა ბათუმელთა კარის ხარიხას, ნიკა სიხარულაშვილის თავური კი ძელმა მოიგერია. საბოლოო აღარაფერი შეცვლილა და დედაქალაქელებმა მატჩი დათმეს.

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 12 აპრილს დინამო არენაზე, ფოთის კოლხეთთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024