მატჩის შემდეგ, შეხვედრის შესახებ, შთაბეჭდილებების გაზიარება გიორგი ლორიას ვთხოვეთ.
გიორგი ლორია - როგორც ველოდი რთული თამაში იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც ათნი დავრჩით. დილასაც შეეძლო გატა და ჩვენც. ჩემი აზრით ჩვენ უფრო ვიმსახურებდით გამარჯვებას. პირველ ტაიმში აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს, მეორე ნახევარშიც, მიუხედავდ იმისა, რომ ათნი დავრჩით, არაფრით ჩამოვურდებოდით მასპინძლებს. გამომდინარე იმიდან, რომ ძლიერ მეტოქესთან პრაქტიკულად მთელი მეორე ნახევარი ათნი ვითამაშეთ ფრე მისაღებ შედეგად მიმაჩნია.