• Geo
  • Eng
21.04.2012
დილა – დინამოს თორნიკე გვანცელაძე განსჯის

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეორე წრის VIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი გორში, ადგილობრივი დილას წინააღმდეგ გამართავს, თორნიკე გვანცელაძე განსჯის. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გვანცელაძემ იმსაჯა მეტალურგი 1–0 კოლხეთი გახლავთ, სადაც შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს მან ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ ბოლოს თბილისში, დინამო არენაზე გამართული მატჩი იმსაჯა, სადაც დინამოელებმა ფრედ (1:1) ითამაშეს ფოთის კოლხეთთან. ხსენებულ მატჩში თორნიკე გვანცელაძემ დინამოელი ირჟი ჰომოლა გააძევა მოედნიდან და ფოთელებს პენალტის დარტყმის საშუალებაც მისცა. დანიშნული პენალტისა და წითელ ბარათს ხვალინდელი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა სამი ყვითელი ბარათიც მიამატა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

თორნიკე გვანცელაძე

უმაღლესი ლიგა - 41 თამაში / 166 ყვითელი / 4 წითელი / 4 პენალტი

საქართველოს თასი - 1 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

პირველი ლიგა – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024