დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა სპარინგ მატჩი თელავთან გამართეს. თბილისელებმა შეხვედრა 4-0 მოიგეს. დუბლი პირველ ტაიმში ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა, მეორე ნახევარში გოლები თორნიკე კაპანაძემ და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს. დინამოელთა დაცვის მარჯვენა ფრთაზე პირველ ტაიმში ჰოლანდიელმა როდნი კლოოსტერმა ითამაშა და მასთან დაკავშირებით სამწვრთნელო შტაბი თავის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალი მიიღებს. დღევანდელ მატჩში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ.
დინამო 4-0 თელავი
დინამო: კვასხვაძე, ქიმაძე, პაპავა, ბენიო, კლოოსტერი, ქარდავა, კუხიანიძე, ქავთარაძე, ორშულა, ზარია, გაბედავა
მეორე ნახევარში შევიდნენ: მიგინეიშვილი, იაშვილი, მორჩილაძე, ტრუბოჩკინი, შულაია, ლომინაძე, აბუაშვილი, კაპანაძე, ხვადაგიანი, ახვლედიანი