• Geo
  • Eng
23.04.2012
დინამოელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც დინამო თბილისის დუბლშემადგენლობის თავკაცი, ვასილ მაისურაძეა, ავსტრიაში გაემგზავრა. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მოზარდი ჯვაროსნები სენტ-ვაიტში მოემზადებიან. ავსტრიაში თანატოლ მოთამაშეებთან ერთად ექვსი დინამოელი იმყოფება – გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე, არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი და ვანო წილოსანი. შეგახსენებთ, რომ ქართველმა 17–წლამდელებმა თბილისში გამართულ ელიტ–რაუნდში (26–31 მარტი) ესპანელ, ინგლისელ და უკრაინელ თანატოლებს აჯობეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024