გორში გამართული დილა - დინამო ფრედ, გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. დინამოელებს შეხვედრის ათი კაცით დასრულება მოუწიათ. მატჩის 53-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან გოგიტა გოგუა გააძევა. დინამომ ზედიზედ მერვე შეხვედრა ითამაშა ფრედ.
დილა 0:0 დინამო
დილა: სკენდერი, ალადაშვილი, სალუქვაძე, ინწკირველი, მეგრელიშვილი, კაშია, ბეჭვაია, გურული, კახელიშვილი, ახალკაცი (გოგინაშვილი 46’), ვაწაძე
დინამო: ლორია, თომაშვილი, ხმალაძე, ალვარო, ჩისკო (პაპავა 89’), ხიზანეიშვილი, ოდიკაძე, რობერტინიო (კვეკვეკსირი 88’), რეხვიაშვილი, გოგუა, ძარია (კოშკაძე 88’)