დინამო თბილისის მეორე გუნდმა და 19 წლამდელებმა მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.
ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა რეგიონ ლიგის დ ჯგუფში ანზორ მექვაბიშვილის გოლით საქართველოს უნივერსიტეტი 1-0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მაქსიმალური შედეგით ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 8 ოქტომბერს თბილისი 2016- თან ჩაატარებენ.
19 წლამდე დინამოელებმა ტორპედო ქუთაისი მიიღეს და სამი უპასუხო გოლით დაამარცხეს ტრადიციული მეტოქე. გოლები რიონისპირელებს ლუკა გაგნიძემ, ლაშა ოდიშარიამ და მიხეილ ქოჩაკიძემ გაუტანეს. ვალერი გაგუას გუნდი 10 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად, მაქსიმალური შედეგით და გოლგაუშვებლად ლიდერობს ოქროს ლიგას. ახალგაზრდა დინამოელები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს ლოკომოტივთან საგურამოში ჩაატარებენ.
საქარველოს უნივერსიტეტი 0-1 დინამო 2
დინამო 2: კუტალაძე, კვარაცხელია, ერაძე, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, აზაროვი, ლომინაძე, მექვაბიშვილი, მორჩილაძე, ფარულავა, ზურაბიანი
სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, სალუქვაძე, ოდიშარია, გვიშიანი, ოსიყმაშვილი, გაგნიძე, ქოჩაკიძე
U19 დინამო 3-0 ტორპედო.
U19 დინამო: ბერუაშვილი, ჟივიძე, მაისურაძე, სალუქვაძე, მირზიკაშვილი, ოდიშარია, ოსიყმაშვილი, გაგნიძე, ფარულავა, გვიშიანი, ქოჩაკიძე
სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, ავალიანი, ლომინაძე, მორჩილაძე, კონიაშვილი, იობაშვილი