• Geo
  • Eng
25.04.2012
დინამოს წერილი სფფ– ს

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის, დილა-დინამოს შეხვედრის შემდეგ, საფეხბურთო კლუბმა დინამო თბილისმა თავისი პოზიცია სფფ-ს პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში დააფიქსირა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს

ბატონ დ. სიჭინავას

გაცნობებთ, რომ 22.04.12– ში ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე ( თბილისის დინამო – გორის დილა ) 53– ე წუთზე გაძევებული იქნა ჩვენი კლუბის ფეხბურთელი გოგიტა გოგუა, მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

მიგვაჩნია, რომ არბიტრმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ყველანაირ ეთიკურ ნორმას და დასჯადია შესაბამისი ქმედებით.

აგრეთვე გაცნობებთ, რომ კლუბი თავისი მხრიდან აპირებს დამატებითი სანქციების განხორციელებას ფეხბურთელის მიმართ, რათა ამდაგვარი ქმედებები აღარ განმეორდეს ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან.

ამასთანავე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სავარაუდოდ, მეტოქე გუნდის ერთ–ერთი ფეხბურთელის მხრიდან, მატჩის მსვლელობისას რამოდენიმეჯერ ადგილი ჰქონდა ანალოგიურ ქმედებას, რაც მსაჯის მიერ უყურადღებოდ იქნა დატოვებული.

გთხოვთ განიხილოთ აღნიშნული ინციდენტები და მათი დადასტურების შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

დირექტორი

ა. შახოვი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024