• Geo
  • Eng
25.04.2012
გოგუა დისკვალიფიცირებულია ორი მატჩით

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში გორის დილასა და თბილისის დინამოს შორის, 54-ე წუთზე მატჩის არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ მოედნიდან დინამოელი- გოგიტა გოგუა გააძევა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო სამსახურის კომისიის გადაწყვეტილებით, გოგიტა გოგუა დისკვალიფიცირებულია 2 მატჩით და დაჯარიმებულია 600 ლარით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024