• Geo
  • Eng
25.04.2012
ვასილ მაისურაძის შეგირდებმა შტურმი დაამარცხეს

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებმა პირველივე შეხვედრაში იმარჯვა. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, რომელიც დინამო თბილისის დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელია, ერთი წლით უფროს გუნდთან, გრაცის შტურმის 18–წლამდელებთან ისპარინგეს და 4:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ოთხი გატანილი ბურთიდან სამი დინამოელთა ანგარიშზეა – ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა, ვანო წილოსანმა და არჩილ მესხმა თითო–თითო გატანილი ბურთით გამოიჩინეს თავი. საგულისხმოა, რომ მოზარდ ჯვაროსანთა მეკარეების მწვრთნელიც დინამოს მეკარეთა მწვრთნელი, თემურ ჩარკვიანი არის. დასასრულს გეტყვით, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის რეპორტაჟები შეიძინა და 4, 7 და 10 მაისს, ყველას ექნება საშუალება, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი ჩვენი ახალგაზრდების გამოსვლას ევროპის პირველობაზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024