• Geo
  • Eng
28.04.2012
ნიკა კვეკვესკირი – დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ

მერანი 1:3 დინამოს დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის რიგებიდან მეორე გატანილი გოლის ავტორს, ნიკა კვეკვესკირს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ნიკა კვეკვესკირი მარტვილის მერანის შესაძლებლობები ჩვენთვის კარგად იყო ნაცნობი. მერანი საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს და დღესაც საკმაოდ რთული თამაში ჩატარება მოგვიწია. საგულისხმოა, რომ მატჩი პირველივე წუთებიდან ჩვენი კარნახით წარიმართა და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მაშინ, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო და მეტოქის კარში გოლის გატანა გვესაჭიროებოდა, ჩვენ ამის გაკეთება მოვახერხეთ. არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, თუ ვინ შეძლებდა გარდამტეხი გოლის გატანას, თუმცა ძალზედ მოხარული ვარ, რომ სტანდარტიდან ბურთის გატანა შევძელი. მიხარია, რომ დინამოს დღევანდელ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ყველას მადლობა მათ, ვინც  დინამოს გამარჯვებაში შეიტანა თავისი წვლილი. მადლობა მინდა გადავუხადო დინამოს ერთგულ ფანებს, გლადიატორებს, რომლებმაც მოედნის გარეთ ყველაფერი გააკეთეს, რათა ამ მატჩში წარმატებისთვის მიგვეღწია – მათი მუხტი მოედანზეც გადმოგვედო, ბიჭებმა თავდადებით ითამაშეს და ამდენი ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, შინ გამარჯვებულნი ვბრუნდებით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024