დინამოელებმა დღეს თელავთან ამხანაგური მატჩი დინამო არენაზე გამართეს. ჩისკო მუნიოსმა ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გარდა ფაქტიურად ყველას მისცა შეხვედრაში მონაწილეობის საშუალება. პირველ ტაიმში დინამოელები ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, თუმც რამდენიმე სახიფათო მომენტის მიუხედვდ გოლი არ გასულა. მეორე ტიმის შუაში კი ჯერ პერნამბუკუმ ლამაზი დარტყმა გახსნა ანგარიში, 72- ე წუთზე კი ასევე ტექნიკური დარტყმით აკაკი შულაიამ ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. თელავმა ერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გაქვითა და ამხანაგური მატჩიც 2-1 დასრულდა.
დინამო 2-1 თელავი
დინამო: მიგინეიშვილი, იაშილი, მონხილი, ხვადაგიანი, ქიმაძე, ქარდავა, კუხიანიძე, ბუღრიძე, პერნამბუკუ, ახვლედიანი, გაბედავა
შეცვლაზე შევიდნენ: გაგნიძე, ხარაბაძე, ორშულა, ტრუბოჩკინი, კლოუსტერი, კასტრო, ფარულავა, სხირტლაძე, კუხიანიძე, სალუქვაძე