• Geo
  • Eng
07.10.2020
ორი ახალწვეული დინამოში

27 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე დინამოში ითამაშებს. სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ ორჰუსში აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ სილკებორგში, სლოვაკურ სპარტაკ ტრნავაში, ლატვიურ რიგასა და პოლონურ არკაში. ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკაობრივ და ეროვნულ ნაკრებში. დავით სხირტლაძემ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.

ჩვენმა კლუბმა ასევევე შეთანხმებას მიაღწია ესპანელ ფორვარდ კარლოს კასტროსთან, რომელიც დინამოს ღირსებას მომავალი წლიდან 2022 წლის ბოლომდე დაიცავს. 25 წლის თავდამსხმელი ხიხონის სპორტინგის აღზრდილია და ამავე კლუბის შემადგენლობაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული. სპორტინგთან ერთად კარლოს კასტროს ლა ლიგაში 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი. კარლოს კასტრო ასევე ლუგოს, ელჩეს და მალიორკას ღირსებას იცავდა. მას ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უასპარეზია.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024