17 სექტემბერს დინამო თბილისი უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას რექსემში გამართავს. ჩვენი გუნდი უელსურ ქონას ქი ნომედს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას ლუქსემბურგელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი 35 წლის ალან დურიე გახლავთ. მას ასისტენტობას ჟილ ფრანსუა ბეკერი და ჟოაკიმ და სილვა გაუწევენ. მეოთხე მსაჯი რიკარდო მორისი იქნება.