მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გამართული მერანი 1:3 დინამოს დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის თავკაცმა, რამაზ მუმლაძემ დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.
რამაზ მუმლაძე – როგორც ველოდით კარგი ბრძოლა გაჩაღდა და თამაშიც საინტერესოდ წარიმართა. სამწუხაროდ მოედნის საფარის ცუდი მდგომარეობის გამო უფრო ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გაგვიჭირდა. სასიამოვნოა, რომ ნავსი გატყდა და გამარჯვება შევძლით. ფეხბურთელებმა დიდი თავდადებით ითამაშეს და საჭირო 3 ქულის მოპოვებაც შევძელით.