• Geo
  • Eng
16.10.2020
ორივე გუნდი ტიტულისკენ მიიწევს

დინამო 2- მა და ჩვენი გუნდის 19 წლამდე შემადგენლობამ ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს და მორიგი 3-3 ქულაც ჩაიწერეს აქტივში.

 

დინამო-2 გლდანს დაუპირისპირდა და ორის წილ 3 გოლი გაუტანა. შედეგიანად აზაროვმა, მორჩილაძემ და ლომინაძემ ითამაშეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდისთვის ეს რვა ჩატარებული მატჩიდან მიჯრით მერვე მოგება გახლდათ. დინამოელები 3 ქულით და ერთი თამაშით მარაგში პირველადგილზე მყოფ შტურმს ჩამორჩებიან - მათ შორის მატჩი 5 ნოემბერსაა ჩანიშნული, მანამდე კი ლურჯ-თეთრები 22 ოქტომბერს გულრიფშის კოლხის უმასპინძლებენ.

 

ასევე მაქსიმალური შედეგით წინ მიიწევს ვალერი გაგუას კრებული. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა ოქროს ლიგის მე- 12 ტურში ზუგდიდის დინამო მიიღეს და 9-0 დაჯაბნს მეტოქე. ქოჩაკიძემ და სიხარულაშვილმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. დანარჩენი გოლები ფარულავას, ჟივიძის, გოგობერიშვილის, უგრეხელიძის და იობაშილის ანგარიშზეა. ამრიგად დინამოელები 9 მატჩიდან აღებული 27 ქულით და ბალანსით 42/0 სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს დინამო ვიტ ჯორჯიასთან გამართავს.

 

გლდანი 2-3 დინამო 2

U19 დინამო თბილისი 9-0 დინამო ზუგდიდი

 

დინამო 2: ბერუაშვილი, კვარაცხელია, სალუქვაძე, ერაძე, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, ლომინაძე, ოსიყმაშვილი, ფარულავა, აზაროვი, ზურაბიანი

სათადარიგო საკმი: კუტალაძე, უგრეხელიძე, მაისურაძე, ოდიშარია, იობაშვილი, სიხარულაშვილი, ქოჩაკიძე

 

U19 დინამო თბილისი: ჯოჯუა, მაისურაძე, ავალიანი, უგრეხელიძე, ჩხეტიანი, სიჭინავა, ჟივიძე, სიხარულაშვილი, ქოჩაკიძე, ფარულავა, ოდიშარია

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, გოგობერიშვილი, კონიაშვილი, იობაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024