• Geo
  • Eng
30.04.2012
დინამო ჩემპიონია

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXX ტურის შეხვედრაში დინამოელებმა საფეხბურთო კლუბ გაგრას, დიღმის ბაზაზე უმასპინძლეს და პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა იზეიმეს.  დღევანდელ შეხვედრაში დინამომ თავისი მეტოქე დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცა, დააგროვა 71 ქულა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში დინამოელთაგან გოლები მუმლაძემ, იაგუემ, მათიაშვილმა, პარუნაშვილმა და ფოცხვერიამ გაიტანეს.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ზარქუა, მანაგაძე, სანდოხაძე, გველესიანი (ჯავახიშვილი 70), კაკულია, პაპავა (ჩაფიძე 46), მუმლაძე (რუხაძე 60), იაგუე (ფოცხვერია 52), მათიაშვილი, პარუნაშვილი (ლობჟანიძე 46), რეხვიაშვილი

გაფრთხილება: მუმლაძე 44’ კაკულია 68’

გოლები: მუმლაძე 23’ პარუნაშვილი 31’ იაგუე 50’ მათიაშვილი 60’ ფოცხვერია 84’

მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი ვებ–გვერდისთვის კომენტარი გააკეთეს დინამოს კაპიტანმა– გიორგი გველესიანმა და გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა– თედო კაკულიამ.

გიორგი გველესიანი– პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი დევდარიანს, რომელმაც მეორე გუნდში დანერგა სწრაფი, ლამაზი და შემტევი სათამაშო სტილი. მეორე ეტაპიდან ვასილ მაისურაძემ და ლადო გოჩაშვილმა უფრო დახვეწეს და დამაჯერებელი გახადეს ჩვენი ასპარეზობა. ეს ყველაფერი კი შედეგშიც აისახა და სამი ტურით ადრე ჩემპიონები გავხდით.

თედო კაკულია– სასიხარულოა, რომ გათამაშების დასრულებამდე გავინაღდეთ ჩემპიონობა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს სამწვრთნელო შტაბს და ყველა ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში. შარშანაც ჩემპიონები გავხდით და წელსაც ტრადიცია გავაგრძელეთ. მეორე ეტაპზე ჩვენი აკადემიიდან დაგვემატა რამდენიმე ფეხბურთელი და გუნდმა უფრო დახვეწილი ფეხბურთის ჩვენება დაიწყო. ვულოცავ მთელ გუნდს ამ გამარჯვებას. ეს ერთად გაწეული შრომის შედეგია.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024