დინამოს მეორე შემადგენლობამ მეშვიდე ტურის გადადებული მატჩი თბილისი 2016- თან გამართა და დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხა მეტოქე. აკადემიის მოედანზე გამართულ შეხვედრაში ახვლედიანმა დუბლი შეასრულა. დარჩენილი სამი გოლი ზურაბიანმა, აბუაშვილმა და ერაძემ გაიტანეს მეტოქის კარში. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 9 ტურის შემდეგ მაქსიმალური - 27 ქულა დააგროვა და სართიჭალის შტურმთან ერთად რეგიონლიგის დ ჯგუფის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იყოფს. უშუალო კონკურენტთან შეხვედრას დინამოელები 5 ნოემბერს გამართავენ, მანამდე კი 22 ოქტომბერს დედაქალაქელები გულრიფშის კოლხს მიიღებენ.
დინამო-2 5:0 თბილისი 2016
დინამო-2: კუტალაძე, კვარაცხელია, სალუქვაძე, ერაძე, მირზიკაშვილი, ზურაბიანი, აზაროვი, ლომინაძე, აბუაშვილი, მორჩილაძე, ახვლედიანი
სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, უგრეხელიძე, ოსიყმაშვილი, ოდიშარია, იობაშვილი, სიხარულაშვილი, ფარულავა