• Geo
  • Eng
21.09.2020
დინამო თასის გათამაშებას ტოვებს

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის 1/8 ფინალის შეხვედრა შედგა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. დინამოელები ერთობ გადახალისებული შემადგენლობით შეხვდნენ ამ მატჩს. მოგეხსენებათ ევროთასებზე ასპარეზობიდან გამომდინარე დედაქალაქელებს საკმაოდ შემჭიდროვებული კალენდრით უწევს ასპარეზობა და ჩისკო მუნიოსმაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ბირთვის დასვენება გადაწყვიტა. ჩვენი გუნდის დაცვის ხაზში ახალგაზრდა საბა ხვადაგიანის დებიუტი შედგა, ასევე პირველად ამ სეზონში ესპანელმა ვიქტორ მონხილმა ითამაშა, ხოლო სასტარტოდან ჰოლანდიელმა როდნი კლოუსტერმა (იგი უელსში შეცვლაზე შევიდა) დაიწყო მატჩი.

შეხვედრის პირველი ტაიმი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და ლურჯ-თეთრებს რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ გოლის გატანა. დებიუტში ირაკლი ბუღრიძის ჩაწოდებულს თორნიკე კაპანაძე ბოლო წამს ვერ შეწვდა, შემდეგ თავად ბუღრიძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ იჩქარა და არაზუსტად ითამაშა. ტაიმის შუაში პერნამბუკუს სწრაფი რეიდი, რომელიც არაზუსტი დარტყმით დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ მცველთა დაბნეულობით ისარგებლეს და გაგი მარგველაშვილმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ დინამოელები ბევრ უტევდნენ, აღსანიშნავია გიორგი კუციას დარტყმული ბურთი, რომელიც საბურთალოს კარის ძელმა მოიგერია. ასევე აკაკი შულაია ცდილობდა შეტევების გამწვავებას, მაგრამ საბოლოო ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა და შეხვედრა საბურთალომ 1-0 მოიგო. დინამოელები მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს ფარერებზე კლაკსვიკთან გამართავენ.

 

საბურთალო 1-0 დინამო

გოლი: 1-0 მარგველაშვილი 52’

გაფრთხილება: კლოუსტერი 16’  ხვადაგიანი 71’  ქავთარაძე 73’  გრიგალაშვილი 74’  კუცია 85’  მალი 87’  მიგინეიშვილი 90+2’

 

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ბუმალი (ლუმუ 88), კაკუბავა, მაჭარაშვილი (გოჩოლეიშვილი 90), ქავთარაძე (ბელიაევი 90+4’), გულიაშვილი, ტერა, ალთუნაშვილი

დინამო: მიგინეიშვილი, კლოუსტერი, მონხილი, ხვადაგიანი, ტრუბოჩკინი (კობოური 78), მექვაბიშვილი, კუხიანიძე, ბუღრიძე (აზაროვი 63), პერნამბუკუ (შულაია 46), კუცია, კაპანაძე

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024