COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეიცვალა ეროვნული ლიგის რამდენიმე შეხვედრის განრიგი, მათ შორის - დინამოსა და ტორპედოს შორის გასამართი მატჩის თარიღი და აღნიშნული შეხვედრა 26 ნოემბერს დაინიშნა.
დინამოში ბოლოს აღებული ტესტებით მთლიან შემადგენლობას და სტაფს ნეგატიური პასუხი მოუვიდა. გუნდი განაგრძობს სრული დატვირთვით ვარჯიშს.