დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგაში მეექვსე ტურის მატჩი სფფ- ს აკადემიასთან გამართა და 2-1 დაამარცხა მეტოქე. თავი პარკაძემ და სიგუამ გამოიჩინეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილში დაგროვილი 15 ქულით პირველ ადგილს იკავებს.
17 წლამდელებმა კი ლოკომოტივს გასვლით შეხვედრაში შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი თოფურიამ, ბაბლუანმა და სიხარულაშვილმა შეასრულეს, ერთი გოლიც შიოლაშვილის ანგარიშზეა. გოჩა ჩიქოვანის გუნდიც სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. მოქმედ ჩემპიონებს 6 ტურის შემდეგ 16 ქულა დაუგროვდათ.
U15 დინამო 2-1 სფფ აკადემია
U17 ლოკომოტივი 0-7 დინამო
U15 დინამო: იობაშვილი, თამაზაშვილი, გობეშია, ხარჩილავა, გიუნაშვილი, პარკაძე, ბულუხაძე, სიგუა, ნინიძე, უკლება, ხორხელი
სათადარიგო სკამი : ბაჩილავა, მამისეიშვილი, სურმავა, ცეცხლაძე, ვიბლიანი, ფარცვანია
U17 დინამო: შურღაია, გოგოტიშვილი, დუნდუა, უგრეხელიძე, ჩხეტიანი, სიხარულაშვილი,აბრამიშვილი, ბაბლუანი, გოგობერიშვილი, შიოლაშვილი, თოფურია
სათადარიგო სკამი: ბაჩილავა, უბილავა, ჯანაშა, შენგელია, ქეცბაია, ქემოკლიძე