1979 წლის 3 ოქტომბერს ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში დინამომ, იმ დროისთვის ევროპის საუკეთესო გუნდს, ინგლისის ჩემპიონს - ლივერპულს უმასპინძლა. (პირველი შეხვედრა ენფილდზე ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გოლები ჯონსონმა, კეისმა და ჩივაძემ გაიტანეს). დინამოს სტადიონზე, კოკისპირულ წვიმაში 90 000 მაყურებლის წინაშე, დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპულ ტურნირებს პირველივე წრეში გამოეთიშა.
დინამო 3:0 ლივერპული
მსაჯი: ჰაინც ალდინგერი (გერმანია)
გოლები: 1:0 გუცაევი 55’ 2:0 შენგელია 75’ 3:0 ჩივაძე (პენ) 81’
დინამო: გაბელია, გ. მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
ლივერპული: კლემენსი, ნილი, ირვინი, ტომპსონი, კენედი, ჰანსენი, დალგლიში, კეისი (ფეირკლო 78’), ჯონსონი, მაკ დერმოტი, სუნესი
მწვრთნელი: რობერტ პეისლი