• Geo
  • Eng
03.05.2012
IFFHS–ს ვერსიით დინამო 116–ე საფეხურზე იმყოფება

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს ოთხას საუკეთესო კლუბს შორის დინამო თბილისი 116-ე ადგილზე იმყოფება. IFFHS–ს ვერსიით შედგენილ მსოფლიო საკლუბო რეიტინგში ჩვენი გუნდი რვა საფეხურით დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის მონაცემების მიხედვით დინამო 108–ე ადგილზე იმყოფებოდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024