დღეს წალენჯიხაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის 22- ე ტურის შეხვედრა გაიმართა. დინამო-2 ადგილობრივ სქურს დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა მასპინძელი გუნდი.
შეხვედრამ დედაქალაქური გუნდის უპირატესობით ჩაიარა და ეს საბოლოო შედეგშიც აისახა. ანგარიში 25- ე წუთზე მიხეილ ჯიშკარიანმა გახსნა. მანვე შეხვედრის 32- ე წუთზე დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში სამამდე გიორგი დიასამიძემ გაზარდა. საფინალო რეზულტატი კი 54- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დააფიქსირა.
სქური 0:4 დინამო-2
დინამო-2: დაუშვილი, თათხაშვილი, ჯაფიაშვილი, სამხარაძე, ბაჩიაშვილი, კვეკვესკირი (ა. გურეშიძე 75), ფალავანდიშვილი (ქაჯაია 55), ლობჟანიძე (მაკასარაშვილი 70), ჯიშკარიანი (ერისთავი 61), დიასამიძე (ვოლკოვი 65), ზივზივაძე