მორიგი მატჩები ჩაატარეს დინამო 2-მა და ჩვენი გუნდის 19 წლამდე შემადგენლობამ.
ვალერი გაგუას გუნდი გლდანის სტადიონზე ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-12 წუთზე შაქრო დვალიშვილმა ანგარიშიც გახსნა. ვიტ ჯორჯია ანგარიშში უპირატესობას 65-ე წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა 6 წუთიან ინტერვალში ლუკა ბუბუტეიშვილმა დუბლი შეასრულა და დინამოელები დააწინაურა. ლურჯ-თეთრებმა გამარჯვება ბოლომდე მიიყვანეს, მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილს იყოფენ არაგვთან. მომდევნო მატჩს დინამოელები 17 აპრილს 18.00 საათზე, აკადემიის მოედანზე სწორედ უშუალო კონკურენტთან გამართავენ.
მატჩის ოქმი
19 წლამდელებმა მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედო მიიღეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა პრინციპული მეტოქე დიდი ანგარიშით 3-0 დაჯაბნა. გოლები ქუთაისელთა კარში მაშავამ, ჩიქოვანმა და ავდალოვმა გაიტანეს. დინამოელებმა ამ მოგებით 10 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში ლიდერ ბათუმელებს 3 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა დედაქალაქელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. მომდევნო შეხვედრას კი დინამოელები 14 აპრილს სპაერთან ჩაატარებენ.
U19 დინამო 3-0 ტორპედო
დინამო: საური, გვასალია, შათირიშვილი, გლუნჩაძე, ხუციშვილი, საჯაია, ელისაშვილი, ბურდიაშვილი, მაშავა ჩიქოვანი, ნაჭყებია
სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, პატარკაციშვილი, კაპანაძე, ჩხარტიშვილი, ქართველიშვილი, ბიგვავა, დანელია, ავდალოვი