• Geo
  • Eng
12.11.2020
მექვაბიშვილის გოლი და გამარჯვება სლოვაკეთთან
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2021- ის საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო შეხვედრაში სლოვაკეთს უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა მეტოქე.
 
21 წლამდე ჯვაროსნების რიგებში სამმა დინამოელმა - ანზორ მექვაბიშვილმა, ირაკლი აზაროვმა და გიორგი კუციამ ითამაშა. ანგარიში მე- 9 წუთზე ფაბისის ავტოგოლით გაიხსნა, 78- ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილის ზუსტი დარტყმით ჯვაროსნები 2-0 დაწინაურდნენ, ხოლო საფინალო ანგარიში 91- ე წუთზე გონომ დააფიქსირა.
 
საქართველოს ახალგაზრდულა ნაკრებმა ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით შესარჩევი ეტაპის ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024