• Geo
  • Eng
26.11.2020
დინამომ ქართული დერბიც მოიგო

დღეს დინამო არენაზე მე- 14 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქელებმა ტორპედოს უმასპინძლეს.

შეხვედრამდე ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით ლეგენდარული დიეგო მარადონას ხსოვნას მიაგეს პატივი. თავად მატჩი საშუალო რიტმში დაიწყო და ორთაბრძოლები ძირითადად მოედნის ცენტრში განვითარდა. საწყის წუთებში ტორპედო მეტი აქტიურობით გამოირჩა, თუმცა მასპინძლებმა მეთოდურად მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. რამდენიმე ნახევრად სახიფათო მომენტს თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. მეორე ნახევარი კი გაცილებით აქტიური გამოდგა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და რამდენიმე მომენტში ნოდარ ქავთარაძეს და დავით სხირტლაძეს შეექმნათ საგოლე მომენტები. შეხვედრის 64- ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში დავით სხირტლაძეზე დაჯარიმდნენ, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. სამიოდე წუთში გიორგი ფანცულაიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე სტატუს ქვო აღადგინა. დედაქალაქელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 82- ე წუთზე კიდევ ერთი პენალტი მოიპოვეს, აქტიურობით ისევ დავით სხირტლაძე გამოირჩა, ნოდარ ქავთარაძემ კი დუბლი შეასრულა. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა, დინამომ მიჯრით მეხუთე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი გაიმყარა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 30 ნოემბერს საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო 2-1 ტორპედო

გოლი: 1-0 ქავთარაძე (პენ) 64’  1-1 ფანცულაია 67’  2-1 ქავთარაძე (პენ) 84’

გაფრთხილება: კლოუსტერი 52’  ადამაძე 63’  ჯანელიძე 73’  მონხილი 76’  ჯანელიძე 82’

გაძევება: ჯანელიძე 82’

 

დინამო: კვასხვაძე, კლოუსტერი (პერნამბუკუ 55), ბენიო, მონხილი (შულაია 80), კობოური, პაპავა, კუხიანიძე (ზარია 61), იაშვილი, ქიმაძე, ქავთარაძე, სხირტლაძე

ტორპედო: შოვნაძე, ტაბატაძე, მირცხულავა, ნადარაია, მარკოვიჩი (ჯანელიძე 16), ციცქიშვილი, ფანცულაია (ტუღუში 81), მამასახლისი, ივანიშვილი, ადამაძე (გრიგალაშვილი 72), გიორგაძე

 

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024