• Geo
  • Eng
23.10.2020
დინამომ საბურთალოს 3-1 მოუგო

დინამო არენაზე მე- 12 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა საბურთალოს უმასპინძლეს. დინამოელები გარკვეული დანაკლისით შეხვდნენ აღნიშნულ მატჩს. განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული თორნიკე კაპანაძე და გიორგი გაბედავა, შესაბამისად ჩისკო მუნიოსმა შეტევის ხაზში გიორგი კუხიანიძე და ნოდარ ქავთარაძე გაამწესა. შეხვედრა მასპინძლებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ჯერ პერნმბუკუმ ითამაშა ტექნიკურად, რამდენიმე მეტოქეს გაცდა და მისი დარტყმული მცირედით აცდა კარს, შემდეგ გიორგი კუხიანიძის დარტყმული გამოიტანეს საბურთალოს მცველებმა დაუცველი კარიდან, რასაც პაპავას გასროლა მოჰყვა და ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. შეხვედრის მე- 11 წუთზე ისევ პერნამბუკუს კარგი თამაში, რომელმაც შორეული გადაცემით ნოდარ ქავთარაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, დინამოელ შემტევზე საბურთალოს მცველი საჯარიმოში დაჯარიმდა, რასაც პენალტი მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი ნოდარ ქავთარაძემ კარგად შეასრულა და ანგარიშიც გაიხსნა. ამის შემდეგ დინამოელთა მწვავე შეტევა და საბურთალო ხიფათს ბოლო წამს გადაურჩა. გოლიდან ათიოდე წუთში ქავთარაძის ზუსტი გადაცემა და მეორე გოლი სტუმართა კარში გიორგი პაპავამ გაიტანა 2-0. მესამე გოლი დინამოელებმა მატჩის მე- 40 წუთზე გაიტანეს მეტოქის კარში. ალექსანდრე იაშვილმა თავის ნახევრიდან მოხდენილი გადაცემით ნოდარ ქავთარაძე მოძებნა, რომელმაც ტექნიკურად, ზუსტად და მიზანში გაისროლა 3-0. ერთ წუთში გიორგი პაპავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ. პირველი ტაიმი 3-0 დასრულდა. მეორე ნახევარში საბურთალომაც უმატა შეტევებს და შეხვედრა უფრო მაღალ რიტმში გაგრძელდა. სტუმრებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და შეტევები უფრო მწვავე გახადეს. ამას 71- ე წუთზე დინამოს კარში თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ზუსტად გაგი მარგველაშვილმა შეასრულა. შეხვედრის 83- ე წუთზე დინამოელებმა საჯარიმო დარტყმა გაითამაშეს, ბურთი დასარტყმელ პოზიციაში საიმონ ბენიომ მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ მცირედით ააცილა კარს. არბიტრმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა, რომლის ბოლო წუთზეც დინამოს კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და მსაჯმა ვიქტორ მონხილი გააძევა. პენალტი გაგი მარგველაშვილმა არაზუსტად დაარტა და შეხვედრაც დინამოელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 28 ოქტომბერს ტორპედოს წინააღმდეგ გამართვს.

 

დინამო  3-1  საბურთლო

 

გოლი: 1-0 ნ. ქავთარაძე (პენ) 12’  2-0 პაპავა 21’  3-0 ქავთარაძე 40’  3-1 მარგველაშვილი (პენ) 71’ 

გაფრთხილება: პაპავა 2’  მალი 12’ ცნობილაძე 13’  პაპავა 41’  ქიმაძე 45’  მონხილი 71’  ჟარდელ ნაზარე 87’  ტერა 92’  მონხილი 97’

გაძევება: პაპავა 41’  მონხილი 97’

 

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი (ტრუბოჩკინი 73), მონხილი, ბენიო, კობოური, ქარდავა, პაპავა, ქიმაძე, პერნამბუკუ (ორშულა 81), კუხიანიძე (მექვაბიშვილი 60), ნ. ქავთარაძე

საბურთალო: ლ. კუპატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშვილი (ჟარდელ ნაზარე 83), მალი, ცნობილაძე (გოჩოლეიშვილი 46), ტერა, ალთუნაშვილი, ბუმალი, გულიაშვილი, ბ. ქავთარაძე (მაჭარაშვილი 59)

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024