საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში 1-0 მოუგეს ისლანდიას და ევროპის საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ. ჩვენი ნაკრების მომავალი მეტოქე ჰოლანდია იქნება. ნახევარფინალური შეხვედრა 13 მაისს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვასილ მაისურაძე, პარალელურად დინამო თბილისის დუბლშემადგენლობასაც წვრთნის. ნაკრების მეკარეების მწვრთნელი თეიმურაზ ჩარკვიანი კი ჩვენი კლუბის საფეხბურთო აკადემიის მეკარეების მწვრთნელი გახლავთ. საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების ღირსებას კი ექვსი დინამოელი იცვას: გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე, არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი და ვანო წილოსანი.