რეგიონული ლიგის დ ჯგუფში მოასპარეზე დინამო 2- მა ბოლოსწინა ტურში აკადემიის მოედანზე ჰერეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 15-0 დაჯაბნა მეტოქე. ზურაბიანმა ჰეთ თრეიქი გაიფორმა, დუბლი ლომინაძემ, მორჩილაძემ და ახვლედიანმა შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი აზაროვის, აბუაშვილის, გვიშიანის, იობაშვილის, ხვადაგიანის და ფარულავას ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ გათამაშების ამ ჯგუფს დედაქალაქელთა მეორე შემადგენლობა და სართიჭალის შტურმი ლიდერობენ. ამ გუნდებს შორის შეხვედრა კი (6 დეკემბერს უნდა შემდგარიყო და გადაიდო - ახლა კი 11 დეკემბერსაა ჩანიშნული) ჯგუფის გამარჯვებულს და ლიგა 4- ის საგზურის მფლობელს გაარკვევს. დინამოელებს ბურთების შეფარდება (73/6), მეტოქესთან შედარებით (61/6) უკეთესი აქვთ და შესაბამისად გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისელებს ფრეც ხელს აძლევს.
დინამო-2 15:0 ჰერეთი
დინამო-2: ბერუაშვილი, სალუქვაძე, ერაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, მორჩილაძე, ზურაბიანი, ლომინაძე, ფარულავა, აბუაშვილი, ახვლედიანი
სათადარიგო სკამი: კილასონია, უგრეხელიძე, ავალიანი, ჟივიძე, კვარაცხელია, გვიშიანი, იობაშვილი