საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2021- ის საკვალიფიკაციოს ბოლო მატჩს თბილისში გამართავს. ახალგაზრდა ჯვაროსნები 12 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სლოვაკეთს უმასპინძლებენ. ვასილ მაისურაძემ აღნიშნულ შეხვედრში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 4 ფეხბურთელს - დავით კობოურს, ირაკლი აზაროვს, გიორგი კუციას და ანზორ მექვაბიშვილს უხმო.