დინამო არენაზე ამ სეზონის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ თბილისის მერანს უმასპინძლა. დინამოელებს ჩემპიონის მე- 18 ტიტულის მოსაპოვებლად ამ შეხვედრაშიც ფრეც ჰყოფნიდათ, თუმცა შეხვედრა საკმაოდ მოტივირებულად ჩაატარეს და საბოლოოდ 3-0 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრა მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. რამდენიმე ხელიდან გაშვებული მომენტის შემდეგ 24- ე წუთზე გიორგი კუხიანიძის დარტყმული ბურთი მერანის მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი ნოდარ ქავთარაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც გახსნა. ტაიმის ბოლოსკენ გიორგი გაბედავამ გაისროლა და დინამო შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში გიორგი გაბედავამ დუბლი შეასრულა, დინამომ 3-0 მოიგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მე- 18 მოიპოვა.
დინამო 3-0 მერანი
გოლი: 1-0 ქავთარაძე (პენ) 25’ 2-0 გაბედავა 41’ 3-0 გაბედავა 77’
გაფრთხილება: თევდორაძე 24’
დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, მონხილი, ბენიო, კობოური, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ქიმაძე (შულაია 45), კუხიანიძე (გაგნიძე 71), გაბედავა (კაპანაძე 80)
მერანი: თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე (თოლორდავა 68), გოგოლაშვილი, დეისაძე (ხაბულიანი 46), კახელიშვილი, ფოფხაძე, კახელიშვილი, გაბესკირია (შენგელია 46), ქარქუზაშვილი, დათუნაიშვილი, სარდალიშვილი
მსაჯი: დ. სანოძე