• Geo
  • Eng
14.05.2012
დუბლების 5–1 კოლხეთთან

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXXII ტურის შეხვედრაში, ჩემპიონის რანგში მყოფი დინამოელები საკუთარ ბაზაზე დიღომში, ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა ლამაზი გამარჯვებით, ანგარიშით 5–1 დასრულდა. დღევანდელ მატჩში დინამოელთაგან გატანილი გოლებით თავი გამოიჩინეს– ზივზივაძემ (ორი), მუმლაძემ (ორი) და გველესიანმა. შეგახსენებთ, რომ  დინამომ ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა და ბოლო ტურში 22 მაისს მარტვილის მერანს დაუპირისპირდება.

დინამო2 5–1 კოლხეთი2

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

სეფიაშვილი (ხაინდრავა 73), მანაგაძე (მესხი 73), გველესიანი, ჩაფიძე, კაკულია, კიტოვანი (მარაქველიძე 73), ლობჟანიძე (მაჭავარიანი 73), ჯავახიშვილი, მათიაშვილი, მუმლაძე, ზივზივაძე

გაფრთხილება: მანაგაძე 17’ მესხი 85’

გოლები: ზივზივაძე 15’ გველესიანი 23’ მუმლაძე 40’ ზივზივაძე 44’ მუმლაძე 55’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024