• Geo
  • Eng
15.05.2012
შვიდი დინამოელი საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები ელიტ–რაუნდისთვის ემზადება. მოზარდ ჯვაროსანთა მთავარმა მწვრთნელმა, ოთარ კორღალიძემ შვიდი დინამოელი გამოიძახა: ლევან ტყეშელაშვილი, გიორგი პაპავა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ნიკა სანდოხაძე და გიორგი გაგნიძე თანატოლ ჯვაროსნებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის მატჩებს ხორვატიაში ჩაატარებს. გუნდი ზაგრებში 22 მაისს გაემგზავრება. ქართველ 19–წლამდელთა მეტოქეები ელიტ–რაუნდის VI ჯგუფში ბოსნია–ჰერცოგოვინის, ხორვატიის და ავსტრიის გუნდები იქნებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024