დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგს მიმდინარე სეზონში მეოთხედ დაუპირისპირდება. ფოლადის სტადიონზე გასამართ შეხვედრას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:
რუსთავის მეტალურგი მიმდინარე სეზონში ტრადიციულად მოწინავე ადგილებისთვის კობა ჟორჟიკაშვილის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტია.
მწვრთნელი და გუნდი:
კობა ჟორჟიკაშვილი თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარი გუნდის შესაძლებლობებზე დარწმუნებით საუბრობდა, ფაქტია არც შემცდარა – მეტალურგმა ჩემპიონატის მეორე ნახევარი რიხიანად დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.
სუსტი და ძლიერი მხარეები:
რუსთავის მეტალურგის მთავარ პლიუსს შედეგიანი თავდასხმის ხაზი წარმოადგენს. მეტალურგის თავდამსხმელთა ტრიოს (მოდებაძე – ტატანაშვილი – სიხარულიძე ) მეტოქეთა კარში 23 გატანილი გოლი დაუგროვდათ. გუნდის საუკეთესო გოლეადორის, დიმიტრი ტატანაშვილის აქტივში 11 გატანილი ბურთია.
მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა:
ბედიაშვილი – მახვილაძე, თოდუა, ჯაფარიძე, სეთურიძე – კვარაცხელია, მაისურაძე, გავაშელიშვილი, ქავთარაძე, დობროვოლსკი – ტატანაშვილი
დასასრულს შეგახსენებთ, რომ მეტალურგი – დინამოს დაპირისპირების როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური LIVE-ს ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.