• Geo
  • Eng
29.11.2020
დინამო 2 გადამწყვეტი მატჩისთვის მზადაა

რეგიონლიგის დ ჯგუფის გათამაშება ფინიშს უახლოვდება. დინამოს მეორე გუნდმა მე- 11 ტურის მატჩი საგარეჯოში გამართა და მასპინელი გარეჯი-2 რვა უპასუხო გოლით დაამარცხა. შეხვედრაში ნოდარ ლომინაძემ და გიგი აბუაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულეს, ჯადული იობაშვილის ანგარიშზე კი დუბლია. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამ მოგებით 11 თამაშიდან მაქსიმალური 33 ქულა დააგროვა და სართიჭალის შტურმთან ერთად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ინაწილებს. აღსანიშნავია, რომ დინამოსაც და შტურმსაც გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაც იდენტური აქვთ (58/6). სწორედ ეს გუნდები მომდევნო ტურში (თარიღი ახლო მომავალში იქნება ცნობილი) ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ რეგიონლიგის გამარჯვებულის ბედს. შეგახსენებთ, რომ დ ჯგუფში გამარჯვებული მომავალ წელს ლიგა 3- ის საგზურს მიიღებს.

 

გარეჯი-2 0:8 დინამო-2

 

დინამო-2: კუტალაძე, გოგოტიშვილი, ერაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, მორჩილაძე, ზურაბიანი, ლომინაძე, ფარულავა, აბუაშვილი, იობაშვილი

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, ავალიანი, სალუქვაძე, სიჭინავა, გოგობერიშვილი, ახვლედიანი

ფოტო © სკ გარეჯი 1960 (სოც. მედია)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024