• Geo
  • Eng
05.12.2020
დინამო მე- 18 ტიტულს მიუახლოვდა

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე- 16 ტურის გამოტოვებული შეხვედრა შედგა, რომელშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. შეხვედრის დებიუტში რამდენიმე სახიფათო მომენტი სტუმართა კართან გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. პერნამბუკუ, ნოდარ ქავთარაძე და დავით სხირტლაძე მიჯრით ემუქრებოდნენ სამტრედიის კარს. პირველ მომენტში მცველის ხელშიც მოხვდა ბურთი, მაგრამ თამაში გაგრძელდა. ერთობ აქტიური ბრაზილიელის შეტევას პირველი ტაიმის ბოლოსკენ სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, პენალტი ზუსტად ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა. ცოტახანში კი დავით სხირტლაძემ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმის ბოლოს შესაცვლელი გახდა. მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიურად განაახლა. სამტრედიას დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და შეტევებში უფრო თამამად ჩაერთო. ტაიმის შუაწელში პერნამბუკუმ შორი მანძილიდან შეამჩნია კარიდან წინ გამოსული კოკა სეფიაშვილი, ბურთიც ძლიერად დაარტყა, თუმცა მეკარემ ბოლო წამს მოახერხა მოგერიება. მცირედით აცდა ბურთი სეფიაშვილის კარს გიორგი გაბედავას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ. ბოლო წუთებში სამტრედიამ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა, მაგრამ აღარაფერი შეცლილა და დინამომ მორიგი 3 ქულა ჩაიწერა. ბოლო ტურის მატჩს ჩვენი გუნდი 10 დეკემბერს დინამო არენაზე მერანის წინააღმდეგ ჩაატარებს და გამარჯვების ან ფრის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მე- 18 მოიპოვებს.

 

დინამო 1-0 სამტრედია

გოლი: 1-0 ქავთარაძე (პენ) 41’

გაფრთხილება: კლოუსტერი 43’  რუხაია 79’  პავიშიჩი 87’ 

 

დინამო: კვასხვაძე, ქიმაძე, ბენიო, კობოური, კლოუსტერი (იაშვილი 46), ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, პერნამბუკუ, კუხიანიძე (მექვაბიშვილი 69), სხირტლაძე (გაბედავა 45)

სამტრედია: სეფიაშვილი, რუხაია, ჩაკვეტაძე (სამბუ 71), კილასონია, იმნაძე, ახალაძე, დისი, ჯგერენაია, პავიშიჩი, კერძევაძე (კვირკვია 74), თარგამაძე (ჟუნიორი 57)

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024