მიმდინარე სეზონის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში დინამოელებმა ზუგდიდის ბაიას დიდი ანგარიშით – 6:1 სძლიეს. აღნიშნული მატჩი ესპანელი ჩისკო მუნიოსისთვის სიმბოლური გამოდგა, მის მიერ თამაშის 36–ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლი დინამოსთვის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში 1800–ე გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ჩისკომ გუშინდელ შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა და უმაღლესი ლიგის ბომბარდირთა დავაში 15 გატანილი ბურთით მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ დინამოს ფანებმა – გლადიატორებმა, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ჩისკო დაასახელეს და მას გლადიატორების საპატიო მედალიონი გადასცეს.