ლანჩხუთში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ ადგილობრივ გურიას 2:1 აჯობა, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა.
მალხაზ ჟვანია: მოსალოდნელი იყო, რომ რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდოდა. გურია სწრაფი გუნდია და კარგად მოძრაობს მოედანზე, პლუს ამას სახლის ფაქტორიც დაემატა. პირველი გატანილი გოლის შემდეგ გუნდი ოდნავ მოეშვა, რასაც საპასუხო გოლი მოჰყვა. მეტად გვმართებს კონცენტრაცია ყოველ სათამაშო ეპიზოდში. გაშვებული გოლის შემდეგ გუნდი გამოცოცხლდა, საბოლოოდ გავიტანეთ და მატჩის სადავეები აღარ გაგვიშვია ხელიდან.