• Geo
  • Eng
27.04.2014
დინამომ გურია დაამარცხა

დღეს ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის XXVIII ტურის შეხვედრაში გურიამ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა. შეხვედრის 29- ე წუთზე ჩისკომ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა და გახსნა ანგარიში 0:1. მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. 56- ე წუთზე ვილი ისიანმა აღადგინა შეხვედრაში წონასწორობა 1:1. მატჩი საკმაოდ აქტიურად გაგრძელდა. 74- ე წუთზე ოთარ მარცვალაძე ერთი ერთზე გავიდა და წინ გაიყვანა დინამო 1:2. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

გურია  1:2  დინამო

გოლი: 0:1 ჩისკო (პენ) 29’  1:1 ისიანი 56’  1:2 მარცვალაძე 74’ 

გაფრთხილება: ხურცილავა 27’  ისიანი 78’  

გურია: ბობღიაშვილი, მეგრელიშვილი, ქურდაძე, ჭეიშვილი, ზარნაძე, ტეიდი (გაჩეჩილაძე 62), ხორგუაშვილი, შენგელია (ნიქაბაძე 79), კუკულაძე (გაგნიძე 61), კვირტია, ისიანი

დინამო: ლორია, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, გლიშიჩი, ხურცილავა, ცინცაძე, პაპუნაშვილი (მოდებაძე 63), ძარია, მერებაშვილი (გორგიაშვილი 84), ჩისკო, მარცვალაძე (გოგა 90)

არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024