წყალტუბოში, საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა სამგურალმა ჩვენს გუნდს უმასპინძლა.
შეხვედრა პირდაპირი მნიშვნელობით ორი განსხვავებული სცენარით წარიმართა. პირველ ნახევარში დედაქალაქელების სრული დომინაცია და უპირატესობა, რომელიც მეორე ტაიმში პირიქით შეიცვალა. დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს, ანგარიში კი 32-ე წუთზე ოსკარ სანტისის გადაცემით და ჯადული იობაშვილის ზუსტი თავურით გაიხსნა. ლურჯ-თეთრებმა მალევე მეორე გოლიც გაიტანეს, გიორგი მოისწრაფიშვილმა ზუსტად ითამაშა დამატებაზე, თუმცა მსაჯმა საბოლოოდ გოლი აღარ ჩათვალა, მიზეზად სანტისის პასიური თამაშგარე მდგომარეობა დასახელდა. ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩამოაწოდეს და ავტოგოლის შედეგად სხვაობა გათანაბრდა. აი მეორე ტაიმი უკვე მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ჯერ დებიუტშივე ვინისიუსმა დააწინაურა სამგურალი, 66-ე წუთზე კი დემურ ჩიხლაძემ საფინალო ანგარიში 3-1 დააფიქსირა. დინამოელებმა ცვლილებებსაც მიმართეს, მოედანზე ჩვენს კლუბში დაბრუნებული ახალგაზრდა საბა სამუშიაც გამოჩნდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
მომდევნო მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი საკუთარ სტადიონზე 24 აპრილს გამართავს. დინამო თელავს უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი