დღეს პეტრო არენაზე ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც გაგრამ დინამოს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელებმა ბოლო შეხვედრებში ქულები დაკარგეს და ამ მატჩში რეაბილიტაცია სჭირდებოდათ. პირველივე წუთებიდან დინამომ შეტევაზე გააკეტა აქცენტი, თუმცა მასპინძლებიც სახიფათო შეტევებით პასუხობდნენ სტუმრებს. უგოლო ტაიმის შემდეგ ანდრეს კარასკომ ცვლილებებს მიმართა და დინამოელთა შეტევებმაც შედეგი გამოიღო. მატჩის 64-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან კიკე ლოპესმა ბურთი გაგრას საჯარიმოში ჩაჰკიდა, ნიკა უგრეხელიძემ ყველას დაასწრო და თავურით ანგარიში გახსნა. მეორე გოლი მალევე გავიდა, აქტიურმა თორნიკე ოქრიაშვილმა 70-ე წუთზე საჯარიმოში ცრუ მოძრაობით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, მისი გადაცემა კი შედეგიანად ვასილიოს გორდეზიანმა შეირგო და ანგარიში 0-2 გახადა. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ 3 ქულა წამოიღო.
მომდევნო მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი 20 აპრილს წყალტუბოში გამართავს, ჩვენს გუნდს ადგილობრივი სამგურალი უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი