• Geo
  • Eng
22.01.2021
ჩვენი მეტოქე - რადნიკი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე სერბეთის სუპერლიგის წარმომადგენელი - რადნიკი გახლავთ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

სურდულიცას გუნდი 1926 წელს დაარსდა და 3 300- იან სურდულიცა სითი სთედიუმზე თამაშობს. საკლუბო ფერები კი ლურჯი და თეთრია. რადნიკს თავდაპირველად სურდულიცას სპორტული კლუბი ერქვა. 1946 წლიდან გუნდს პოლიოტი ეწოდა, ხოლო 1950 წლიდან გიდროვლასინას სახელით გამოდიოდნენ. საბოლოოდ კი დღევანდელი სახელი 1951 წლიდან ჰქვია.

მიმდინარე ჩემპიონატში რადნიჩკი 19 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 27 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე ადგილს იკავებს.

სერბები თურქულ შეკრებაზე 16 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 13 იანვარს სერბულ დუბოჩიცასთან ფრედ 1-1 ითამაშა, ხოლო შეკრებაზე 20 იანვარს ხიმკისთან 3-4 დამარცხდა. რადნიკს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი სლავოლიუბ ჯორჯევიჩი ხელმძღვანელობს.

შარშან, ასევე თურქულ შეკრებაზე ეს გუნდები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. 6 თებერვალს გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. გოლები დინამოელთა მხრიდან თორნიკე კაპანაძემ და თორნიკე ახვლედიანმა გაიტანეს. ბალკანელთა შემადგენლობიდან კი თავი პავლოვმა და იოკიჩმა გამოიჩინეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024