• Geo
  • Eng
20.01.2021
დინამო თურქულ შეკრებას იწყებს

დინამო თბილისმა ახალი სეზონისთის მზადების მეორე ეტაპი დიწყო და შეკრებას თურქეთში გაივლის. გუნდი უკვე ეწვია ბელეკს, დაბინავდა სასტუმრო Spice Hotel & Spa- ში და საღამოს პირველ ვარჯიშსაც გამართავს. გიორგი ნემსაძემ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი - როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე, გიორგი პაპავა, ნოდარ იაშვილი, ბაქარ ქარდავა, აკაკი შულაია, დავით კობოური, გიორგი კუცია, ვიქტორ მონხილი, კარლოს კასტრო, ზორან მარუშიჩი, ფილიპ ორშულა, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორკსლეიდი, გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ლევან წოწონავა, საბა ხვადაგიანი, ჯადული იობაშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე და თორნიკე ძოწენიძე იახლა. ლევან ხარაბაძემ ბოლო ვარჯიშზე მხარი დაიზიანა და მიღებული ტრავმის მკურნალობას თბილისში განაგრძობს და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ პირველ სპარინგს დედაქალაქელები 23 იანვარს სერბულ რადნიკთან გამართავენ.

ჩვენი გუნდი დატოვა ირაკლი ბუღრიძემ. ფლანგის შემტევი ტრანსფერის შედეგად გორის დილაში გააგრძელებს კარიერას. დინამო ასევე დაემშვიდობა პერნამბუკუს და დავით სხირტლაძეს, მათ დედაქალაქურ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურათ. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს მათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024