გიორგი ქიმაძემ ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო. მას წინა ჯვარედინი და მედიალური კოლატერალური იოგი დაუზიანდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, რასაც ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი მოჰყვება. ჩვენი გუნდი გიორგის მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.