• Geo
  • Eng
29.05.2012
საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებში ხუთი დინამოელია გამოძახებული

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები  1 ივნისს, მინსკში ბელარუსთან ამხანაგური მატჩს გამართავს, 5 ივნისს კი ევრო-2013-ის შესარჩევ ციკლში ესტონეთთან სტუმრად ითამაშებს. აღნიშნული შეხვედრებისთვის საქართველოს 21–წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ჩივაძემ, ხუთ დინამოელს უხმო. ახალგაზრდა ჯვაროსნებთან ერთად წარმატების მისაღწევად არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი და ჯაბა ჯიღაური იბრძოლებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024