• Geo
  • Eng
26.01.2021
დინამომ ნაპრედაკს 1-0 აჯობა

თურქულ შეკრებაზე თბილისელებმა მეორე სპარინგ მატჩი სერბული სუპერლიგის ნაპრედაკთან ჩაატარეს. შეხვედრა ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა და დინამოელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გიორგი ნემსაძემ წინა მატჩის მსგავსად ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა გუნდი. თბილისელებმა პირველ ტაიმში დაჯაბნეს მეტოქე და ანგარიში უფრო სოლიდურიც შეიძლებოდა ყოფილიყო. თავისი მომენტები ლევან წოწონავამ, ფაბიან სპორკსლეიდმა და გიორგი გაბედავამ ვერ გამოიყენეს. ანგარიში კი დინამოელებმა მე- 20 წუთზე გახსნეს. გიორგი გაბედავას გადაცემის შემდეგ ლევან წოწონავა საჯარიმოში შეიჭრა და ერთი შეხებით ზორან მარუშიჩს საგოლედ გადააწოდა, სერბმა ფორვარდმაც თანამემამულეებს გოლი გაუტანა და დინამო დაწინაურდა. მეორე ტაიმში უფრო მეტად თამაში მოედნის ცენტრში და ხისტად გაგრძელდა, საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და თბილისელებმა 1-0 იმარჯვეს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 29 იანვარს უკრაინულ კოლოსთან გამართავს.

დინამო 1-0 ნაპრედაკი

გოლი: 1-0 მარუშიჩი 20’

დინამო: კვასხვაძე, კობოური, მონხილი, ბენიო, სპორკსლეიდი, წოწონავა, ქარდავა, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, გაბედავა, მარუშიჩი

მეორე ტაიმში შევიდნენ: მიგინეიშვილი, იაშვილი, ხვადაგიანი, ძოწენიძე, პაპავა, კუცია, შულაია (ორშულა), ლომინაძე, გაგნიძე, კასტრო (იობაშვილი), ახვლედიანი

ნაპრედაკი: ოსტოიჩი, სტევიჩი, კოსტიჩი, მილოვანოვიჩი, სპრემო, მარიანოვიჩი, ლაბანი, ჩეჩარიჩი, მილუნოვიჩი, კოჩიჩი, მელუნოვიჩი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024