დინამო თბილისის აკადემიის ასაკობრივმა გუნდებმა ნოდარ ახალკაცის სახელობის მეხუთე ბავშვთა ფესტივალის ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარეს და დღეს ფლეი-ოფის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა. დინამოელთაგან პირველნი დღეს 2003 წელს დაბადებულთა გუნდი ვიხილეთ მოედანზე. მათი მეტოქე იმედის გუნდი იყო და მოზარდი დინამოელები 1:3 დამარცხდნენ. მოგვიანებით საქმეში 2001 წელს დაბადებულთა გუნდი ვიხილეთ. მათ ბაქსვუდს შანსი არ დაუტოვეს და დიდი ანგარიშით 10:2 მოუგეს. დინამოს აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდი ფლეი-ოფის შეხვედრაში მორკინალის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 სძლია, რითაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მეოთხედფინალში გასულმა 2001 წელს დაბადებულმა დინამოელებმა ავაზას გუნდი 3:1 დაამარცხეს და ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.
ამრიგად დინამოს აკადემიის 2001 წელს და 2002 წელს დაბადებულთა გუნდები ფესტივალზე ასპარეზობას აგრძელებენ. მოზარდი დინამოელები მომდევნო მატჩებს ხვალ გამართავენ. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ დინამოს განრიგს.